ექს-ლივერპულელებმა რეალი მარცხისგან იხსნეს

მადრიდის რეალი კვლავ არ კარგავს პირველ ადგილს, მას შემდეგ რაც ბერნაბეუზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამაში კი დიდი წვლილი ყოფილ ლივერპულულ წყვილს ალონსოს და არბელოას მიუძღვით.

შაბათს ბარსელონამ მალიორკასთან რთული გამარჯვება მოიპოვა და ლა ლიგას ცხრილს სათავეში ჩაუდგა, თუმცა კატალონიელთა პირველობა ერთი დღეში დასრულდა, მას შემდეგ რაც მადრიდის რეალმა მოიპოვა მორიგი გამარჯვება და დაიბრუნა პოზიცია.

მადრიდის ატლეტიკოს ბერნაბეუზე უკვე 10 სეზონზე მეტია რაც არ მოუგია და მატჩის დასაწყისიდან ჩანდა, რომ ისინი აპირებდნენ უარყოფითი ნავსის გაწყვეტას. მეათე წუთზე მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი ამჟამინდელი კლუბი დააწინაურა, რასაც შემდეგ ალონსოს, არბელოას და იგუაინის საპასუხო გოლები მოჰყვა, თუმცა სამეფო კლუბის თანამოქალაქეები დანებებას არ აპირებდნენ და მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ფორლანმა ანგარიში 3:2 გახადა, მიუხედავად ამისა ატლეტიკოს ფეხბურთელებს ანგარიშის გასათანაბრებლად დრო არ ეყო.

ამჟამად სატურნირო ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება პირველ მეორე ადგილებს რეალი და ბარსელონა იყოფენ 74-74 ქულით, მათ კი ვალენსია მოსდევს 53 ქულით, როგორც ვხედავთ სხვაობა მათ შორის 21 ქულას შეადგენს. ასე რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ რეალი და ბარსელონა განაგრძობენ.

დავუბრუნდეთ მატჩს. ბლანკოსის ქომაგები როგორც ჩანს ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, გამოსარჩევი იყო მადრიდელი ფანების მიერ მომზადებული ბანერი, რომელიც ატლეტიკოს ეძღვნებოდა: "შენი ყველაზე ცუდი კოშმარი."

თამაშის დაწყების შემდეგ ინიციატივა ატლეტიკოს ფეხბურთელებმა გამოიჩინეს და რეიესმა, რომელმაც მადრიდის რეალს 2006/07 წლებში ლა ლიგა მოაგებინა, ახლა სამეფო კლუბი დაამწუხრა გოლით, მას ასისტენტობა სერხიო აგუერომ გაუწია. ამან გამოაფხიზლა მადრიდის რეალი და უფრო აქტიურად შეუტია, თუმცა პირველ ტაიმში ატლეტიკოს ახალგაზრდა მეკარე დე გეა მოწოდების სიმაღლეზე იყო და რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოახერხა.

მადრიდის რეალი მეორე ტაიმში კიდევ უფრო მოტივირებული გამოვიდა და სასურველ შედეგს 49 წუთზე მიაღწიეს. გრანეროს კუთხურს ალბიოლი გამოეხმაურა, რომელმაც ბურთი კარის მიმართულებით გაგზავნა, თუმცა გოლის ავტორი ხაბი ალონსო გახდა, რომელმაც ბურთს კარის ხაზიდან შეუცვალა მიმართულება. ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ამით არ დაკმაყოფილებულა და მოედნის ცენტრიდან არბელოას შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა. ალვარო კი მოცემულ სიტუაციაში კარგად გაერკვა და მაღალკვალიფიცირებული ფორვარდივით "გაახვია" ბურთი კარის ბადეში. 62 წუთზე კი გონსალო იგუაინმა თავისი 23 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და მიუახლოვდა ლიონელ მესის, რომელსაც ამჟამად 25 ბურთი აქვს "შეგდებული". ამის შემდეგ ფორლანის ჯერიც დადგა მან 68 წუთზე ანგარიში 1 გოლამდე შეამცირა და ატლეტიკოს მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, მაგრამ წელს მადრიდის რეალის ბერნაბეუზე დამარცხება წარმოუდგენელია. მატჩში საბოლოო შედეგი 3:2 დაფიქსირდა, რაღა თქმა უნდა ბლანკოსის სასარგებლოდ.

მადრიდის რეალი მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია, მან 15 მატჩიდან ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება მოახერხა და ლა ლიგაში ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი მოიგო.

  • SunSay
  • 29 მარტი 2010
  • 1 938
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)