რონალდო : ტრავმის მიღებას გადავურჩი
ახალწვეულმა რონალდომ ისაუბრა იუვესთან მატჩსა და მიღებულ დარტყმაზე...
,,იუვენტუსთან თამაში ალბათ არასდროს დამავიწყდება, ფეხში ძალიან ბევრჯერ ჩამარტყეს, თითქოს დაგეშილები იყვნენ, მანჩესტერში თამაშის დროს ერთ მატჩში ამდენჯერ ფეხში არასდროს მომხვედრია, მაგრამ არაუშავს, მთავარია ტრავმას გადავურჩი და გავაგრძელებ მზადებას გუნდთან ერთად, იმედი მაქვს ჩვენი მომავალი მოწინაამღდეგეები მსგავს უხეშობას აღარ გამოიჩენენ ჩემს მიმართ”.
რონალდომ ტორონტოსთან გასამართ მატჩთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
,,ამ კლუბთან მატჩში თქვენ იხილავთ მადრიდის რეალს სრული შემადგენლობით. გუნდს დაემატებიან: კასილასი, ალბიოლი, რამოსი, კაკა, არბელოა, ეს კი დიდი ძალაა, ჩვენ ტორონტოსთან დამაჯერებლად თამაშს და გამარჯვებას ვაპირებთ. 7 აგვისტოს კიდევ მინდა გატანა, მაგრამ არა თერთმეტმეტრიანით, მე მსურს, რომ თამაშიდან გავიტანო გოლი”- განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
- 3 აგვისტო 2009
- 3 519
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.