ვალდანო:„მესი საუკეთესოა, მაგრამ მოდრიჩი ჯილდოს იმსახურებდა“
ხორხე ვალდანომ „უეფას“ მიერ ლუკა მოდრიჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება შეაფასა...
„მე ვთვლი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, მაგრამ „უეფას“ გადაწყვეტილებას მართებულად მივიჩნევ. ლუკა მოდრიჩი ნამდვილად იმსახურებდა აღიარებას და მისი ჯილდოს გარეშე დატოვება უსამართლობა იქნებოდა, ისევე როგორც თავის დროზე ჩავისა და ინიესტას უყურადღებოდ დატოვება იყო არასწორი ნაბიჯი. მე ვთვლი, რომ ესპანელები ოქროს ბურთსაც იმსახურებდნენ“-განაცხადა ვალდანომ.
- 11 სექტემბერი 2018
- 1 850
- 7