„რეალის“ 11 ფეხბურთელი „ფიფას“ საუკეთესო გუნდში მოსახვედრად იბრძოლებს
24 სექტემბერს, „ფიფა“ გალა დაჯილდოვებას გამართავს, სადაც გამოვლენილი იქნებიან წლის საუკეთესო ფეხბურთელი, წლის საუკეთესო მწვრთნელი, მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, ფორვარდი, ასევე წლის საუკეთესო გოლი და ასე შემდეგ.
ბოლოს კი „ფიფა“ საუკეთესო თერთმეტეულს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალიდან“ საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად ზუსტად 11 ფეხბურთელი იბრძოლებს, ესენი არიან: ტიბო კურტუა, კეილორ ნავასი, სერხიო რამოსი, დანიელ კარვახალი, მარსელო, რაფაელ ვარანი, ისკო, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი და კარიმ ბენზემა.
სამწუხაროდ, სიაში არ არის გარეთ ბეილი, კრიშტიანო რონალდუ კი „იუვენტუსის“ ფეხბურთელის რანგში ეცდება თერთმეტეულში მოხვედრას.
- 10 სექტემბერი 2018
- 2 470
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.