ვინიცისუსის „ფლამენგოში“ დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილია
ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ ვინიციუს ჟუნიორის „ფლამენგოში“ დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილია...
შეთანხმება იანვარში უნდა შედგეს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ იურისტები უკვე მუშაობენ ახალ კონტრაქტზე, რომელიც სამეფო კლუბსა და „ფლამენგოს“ შორის გაფორმდება.
დღევანდელი მონაცემებით, ვინიციუსი სამშობლოს წელიწადნახევრით დაუბრუნდება და „მერენგების“ რიგებს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდება.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ ვინიციუსის აბარგებაზე თითქმის ყველა ავტორიტეტული გამოცემა წერს, მადრიდისტებს მისი დარჩენის იმედი მაინც აქვთ.
- 9 სექტემბერი 2018
- 1 911
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.