5 მატჩი 14 დღეში - „რეალს“ მძიმე სექტემბერი ელის
ესპანური გამოცემები ყურადღებას მადრიდის „რეალის“ ურთულეს კალენდარზე ამახვილებენ, რომელიც სტარტ 15 სექტემბერს აიღებს და 29-ში დასრულდება...
ახლა ეროვნული ნაკრებების მატჩების დროა, მაგრამ 15 სექტემბრიდან „ბლანკოსს“ მძიმე გრაფიკი აქვს...
15 სექტემბერს, ლოპეტეგის გუნდი „ნუევო სან მამესზე“ „ბილბაოს“ ესტუმრება. სულ რაღაც 4 დღეში მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის პირველ დაპირისპირებას „რომას“ წინააღმდეგ გამართავენ, შეხვედრა ბერნაბეუზეა ჩანიშნული.
22 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები საშინაო არენაზე „ესპანიოლს“ უმასპინძლებენ, 26-ში გასვლითი მატჩი ელით „სევილიასთან“, თვის ბოლო მატჩი კი მადრიდული დერბია. ლოპეტეგი სიმეონესთან ურთიერთობას „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 29 სექტემბერს გაარკვევს.
როგორც ხედავთ, მადრიდელებს მიმდინარე თვის მეორე ნახევარი საკმაოდ მძიმე მატჩებით აქვთ დახუნძლული. 14 დღეში 5 რთული პაექრობის ჩატარება მარტივი ნამდვილად არ იქნება. ლოპეტეგი პირველ გამოცდას ჩააბარებს.
- 5 სექტემბერი 2018
- 3 075
- 27