ლოპეტეგი „კასტილიას“ თამაშებს აქტიურად აკვირდება
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ჟულიენ ლოპეტეგი „კასტილიას“ ყველა მატჩს ესწრება და ახალგაზრდა მოთამაშეებს აკვირდება...
ესპანელით თვალთახედვის არეში პირველ რიგში ვინიციუს ჟუნიორი ექცევა, რომელიც სწორედ მისი გადაწყვეტილებით ახალგაზრდებთან ერთად თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი წინახაზელი ყოველდღიურად მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად არის და ვარჯიშობს, ლოპეტეგი მას მოედანზეც აკვირდება.
გარდა ვინიციუსისა, ჟულიენს ძალიან მოსწონს ვალვერდე და რეგილონი, რომლებიც მიმდინარე სეზონში მთავარ გუნდთან ერთად არაერთხელ გამოჩნდებიან.
- 2 სექტემბერი 2018
- 1 878
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.