„ბარსელონამ“ „რეალს“ ბურთების სხვაობით გადაასწრო
მადრიდის „რეალი“ კატალონიის „ბარსელონასა“ და „უესკას“ მატჩის დასრულებამდე ლა ლიგაში პირველ ადგილს იკავებდა, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა „ნოუ კამპზე“ 8-2 იმარჯვა და ბურთების სხვაობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა...
ლეოს მესის, ლუის სუარესის დუბლისა და რაკიტიჩის, დემბელეს და ალბას გოლებით „ბარსელონამ“ 8-2 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი 3-2 დასრულდა და „უესკას“ მოთამაშეები საკმაოდ ეფექტურ ფეხბურთს თამაშობდნენ, თუმცა მეორე ნახევარში სრული უპირატესობა ვალვერდეს გუნდმა აჩვენა, რაც ტაბლოზეც კარგად გამოჩნდა.
მესამე ტურის მონაცემებით მადრიდის „რეალს“ 10 გატანილი და 2 გაშვებული ბურთი აქვს, კატალონიის „ბარსელონას“ კი 12 გატანილი და 2 გაშვებული ბურთი.
- 2 სექტემბერი 2018
- 3 188
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.