რამოსი:„რონალდუზე არ ვისაუბრებ“
სერხიო რამოსმა „ლეგანესის“ კარში მორიგი გოლის გატანა შეძლო. ესპანელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„მთელი კვირა გვქონდა იმისათვის, რომ მეტოქე კარგად შეგვესწავლა. მატჩი ბერნაბეუზე იმართებოდა და ვალდებულნი ვიყავით გამარჯვება დაგვეფიქსირებინა. საბედნიეროდ, გუნდმა თანმიმდევრული ფეხბურთი ითამაშა და 3 ქულა დამსახურებულად ჩაიწერა აქტივში.“
„კარგია, რომ VAR სისტემა ლა ლიგაშიც დაინერგა. ბენზემას გოლის გაუქმება ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა. მიხარია, რომ მსაჯმა გადამწყვეტილება შეცვალა.“
„მას შემდეგ, რაც „რეალი“ კრიშტიანომ დატოვა, პენალტის დასარტყმელად მე მივეშურები, თუმცა იქნება შემთხვევები, სადაც ბურთთან სხვები მივლენ.“
„რონალდუზე სხვა კომენტარის გაკეთებას ნუ მთხოვთ, მასზე საუბარს აღარ ვაპირებ, რადგან „იუვენტუსის“ ფეხბურთელია და არა „ბლანკოსის“, მე მას დიდ პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ.“
„დარწმუნებული ვარ, კურტუასა და კეილორ ნავასს შორის მთელი სეზონის მანძილზე დიდი კონკურენცია იქნება. ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ასეთი დონის კარის დარაჯები გვყავს.“
- 2 სექტემბერი 2018
- 4 184
- 16