„რეალი“ კოენტრაუსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს
ფაბიო კოენტრაუს საკითხი კვლავაც ღია რჩება...
პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ გეგმებში არ შედის, მაგრამ მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. ფაბიო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწყვეტს, თუ კუთვნილ ხელფასს მიიღებს, სხვა შემთხვევაში ის „ბლანკოსიდან“ წასვლაზე თანახმა არ იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი პორტუგალიელის იჯარის გაშვებაზე აქტიურად მუშაობს.
- 30 აგვისტო 2018
- 1 749
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.