მარსელოსა და ლოპეტეგის შორის კამათი მოხდა
ბრაზილიელ მარსელოსა და სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჟულიენ ლოპეტეგის შორის კამათი მოხდა...
ყველაფერი კატალონიაში, „ჟირონასთან“ მატჩის მეორე ტაიმში დაიწყო, როდესაც მთავარმა მწვრთნელმს ვიცე-კაპიტანი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში რაფაელ ვარანი ჩართო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობდა და მოედნიდან გასვლა არ სურდა, მას არ ესაჭიროება დასვენება და სურს, გუნდის სადარაჯოზე იდგეს. მარსელომ მთავარი მწვრთნელი ნაწილობრივ გააკრიტიკა, რასაც ლოპეტეგის რეაქცია მაშინვე მოჰყვა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ დალაგდა ურთიერთობა ვიცე-კაპიტანსა და ჟულიენს შორის.
- 29 აგვისტო 2018
- 4 888
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.