პრესა აჭრელდა - „რეალმა“ თავდამსხმელის ტრანსფერი შეათანხმა
აბსოლუტურად ყველა ესპანური გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ჟულიენ ლოპეტეგის ოცნება აასრულა და ფორვარდის ტრანსფერი შეათანხმა...
საქმე ეხება სამეფო კლუბიდან ცოტა ხნის წინ „ლიონში“ წასულ ფორვარდს, მარიანო დიასს, რომელმაც არნახული პროგრესი აჩვენა.
გუშინ „მარკა“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მარიანო „სევილიაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ მადრიდის „რეალის“ ბოლო ნაბიჯმა ყველაფერი შეცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღის ბოლომდე „ბლანკოსი“ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
- 28 აგვისტო 2018
- 8 900
- 13