Real Madrid VS Atletico Madrid-Not a Preview
"თეთრები" დღეს მორიგ ფინალს ითამაშებენ.
ლა ლიგაში წინ კიდევ ათი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი იმისთვის, რომ გამოვლინდეს ჩემპიონის ვინაობა. როგორც მოგეხსენებათ , გუშინ "ბარსელონამ" დაამარცხა "მალიორკა" და მინიმუმ ხვალ დილამდე შეინარჩუნებს სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერობას. ასე იმიტომ ვამბობ, რომ მათ უმთავრეს კონკურენტ, "მადრიდის რეალს" ჯერ არ ჩაუტარებია შეხვედრა "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ, შესაბამისად ალბათ თავადაც მიხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელ შეხვედრაში მორიგი სამი ქულის მოპოვება. "ბლანკოსებს" ფაქტიურად შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ, ვინაიდან ეს მათ შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეთ. "მადრიდის ატლეტიკოს" სანტიაგო ბერნაბეუზე აგერ უკვე ათი წელია, რაც არ გაუმარჯვია და იმედია "თეთრები" ამ ტრადიციას დღესაც არ დაარღვევენ. ნებისმიერი მადრიდისტა ელის, თუ როგორ გააგრძელებს "მადრიდის რეალი" 14 მატჩიან წაუგებელ სერიას.
მანუელ პელეგგრინმა კლუბში 18 ფეხბურთელი გამოიძახა. დიარა გამომჯობინდა, შესაბამისად ის შეყვანილია განაცხადში, ხოლო რაც შეეხება კაკას, გარაის, ლასს, დრენტეს და ბენზემას, ისინი ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. კასტილიიდან კლუბში უხმეს მარკოს ალონსოს და პედრო მოსკერას.
"მადრიდის რეალის" მთავარი მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვების მოპოვება იქნება. ისინი ამავდროულად, როგორც ზემოთ აღვნიშნე აუცილებლად ეცდებიან საკუთარი წარმატებულული სერიის გაგრძელებას "სანტიაგო ბერნაბეუზე". თეთრებს ამ სტადიონზე ლა ლიგის ეგიდით 100 %–იანი შედეგი აქვთ, მოიგეს რა უკვე გამართული 14 შეხვედრიდან 14–ვე. ამ სტადიონზე ჯერ-ჯერობით ვერცერთმა კლუბმა ვერ მოახერხა ქულის აღება.
რაც შეეხება მოწინააღმდეგს, მათ ძალიან sჭირდებათ სამი ქულა და ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. კიკე სანჩეს ფლორესის შეგირდები, უნდა აღინიშნოს, რომ გასვლაზე ძალიან ცუდად თამაშობენ, მათ ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ გასვლითი ორი მატჩის მოგება მოახერხეს. გასვლით მატჩზე მათი ბოლო გამარჯვება 9 იანვრით თარიღდება. ისიც "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც წითელ თეთრებმა ბოლოჯერ იმარჯვეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ათი წელი გავიდა და დღეს ისინი ეცდებიან ამ წარუმატებელი სერიის დასრულებას. კლუბს დაუბრუნდა ტიაგო, რომელმაც ტრავმის გამო ბოლო ხუთი შეხვედრა გამოტოვა.
საერთო ჯამში კლუბები ერთმანეტს 145–ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 78–ი "მადრიდის რეალის" გამარჯვებით დამსრულდა. 32–ჯერ საყაიმო შედეგი დაფიქსირდა, ხოლო 35–ჯერ მოგება დღევანდელ სტუმრებს დარჩათ. სულ "მადრიდის რეალმა" მეტოქეს გაუტანა 258 გოლი, ხოლო საკუთარ კარში კი 196 გოლი მიიღო.

წყარო: Realmadrid.com
- 28 მარტი 2010
- 1 965
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.