ლოპეტეგი მოდრიჩს ძირითადის უპირობო მოთამაშედ არ განიხილავს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ლუკა მოდრიჩივე ისეთივე ნდობის მანდატით ვერ ისარგებლებს, როგორითაც ზინედინ ზიდანის მმართველობის დროს სარგებლობდა...
ჟულიენ ლოპეტეგი ტონი კროოსს და კაზემიროს ნახევარდაცვაში უალტერნატივო ფეხბურთელებად განიხილავს, თუმცა ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით ანალოგიურს არ ფიქრობს.
ახალი მთავარი მწვრთნელის ფავორიტი ისკოა და სამეულში ხშირ შემთხვევაში სწორედ ალარკონი დაიკავებს ადგილს.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსი“ 4-4-2 სისტემით ითამაშებს, პრობლემა მარტივად მოგვარდება, ვინაიდან ძირითადში მოდრიჩიც იქნება და ისკოც, თუმცა 4-3-3-ის შემთხვევაში, ლუკიტას ბრძოლა მოუწევს.
ლოპეტეგი აცნობიერებს, რომ ადრე თუ გვიან მოდრიჩი კლუბს დატოვებს, ასევე გასათვალისწინებელია მისი ასაკი, ამიტომ მისი აზრით, კროოსმა და კაზემირომ ისკოსთან ერთად თამაშიც უნდა ისწავლონ.
- 26 აგვისტო 2018
- 2 179
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.