„რეალის“ გეგმა - წელს მბაპე, მომდევნო წელს ნეიმარი
ესპანური გამოცემები კილიან მბაპესა და ნეიმარზე ძალიან ბევრ სიახლეს გვამცნობენ, თუმცა ფაქტია, რომ ყველაფერი „უეფაზეა“ დამოკიდებული, სხვა შემთხვევაში „პსჟ“ „რეალთან“ მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებს...
იმ შემთხვევაში, თუ „უეფამ“ სანქცია აამოქმედა, „პსჟ“-ს მბაპეს „რეალში“ გაშვება 31 აგვისტომდე მოუწევს.
რაც შეეხება ნეიმარს. ბრაზილიელი ფეხბურთელი კვლავაც რჩება პერესის ფავორიტად, თუმცა პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ წელს მისი ყიდვის შანსი არ არსებობს.
ფლორენტინო ბრაზილიელ ფეხბურთელზე პრეტენზიას 2019 წელს გამოაცხადებს, თანაც ნეიმარსაც 1 წლის განმავლობაში ექნება ფიქრის საშუალება. აუცილებლად აღსანიშნავია ნეის ასაკიც, თუ ის 2019-ში „რეალში“ არ გადავა, ამის შემდეგ მადრიდული მხარე მასში ასტრონომიულ თანხას აღარ გადაიხდის, ვინაიდან 2020 წელს ის უკვე 28 წლის იქნება.
გარდა ყოველივე ზემოხსენებულისა ესპანური გამოცემები ფლორენტინო პერესის მზაკვრული გეგმის შესახებ წერენ, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ უკვე დიდი ხანია ხმაურიან ტრანსფერებზე აღარ მუშაობს და ბიუჯეტიდან ძალიან მცირე დანახარჯები აქვს. სამაგიეროდ „მერენგების“ შემოსავალი გასული 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ პრეზიდენტმა კილიან მბაპესა და ნეიმარში 400 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს და არ დაარღვიოს ფინანსური Fair Play, რომელსაც „უეფა“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
- 25 აგვისტო 2018
- 5 508
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.