ფაბიო კაპელო სიამოვნებით დაუბრუნდებოდა "ბლანკოსს"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა დამრიგებელმა, ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ იგი კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გახდებოდა "ბლანკოსის" მწვრთნელი.
As-ის ჟურნალისტებმა იტალიელ სპეციალისტს დაუსვეს კითხვა, სამეფო კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მან კი შემდეგნაირი პასუხი გასცა: "დიახ, აუცილებლად, რეალი არის გუნდი სადაც, ერთხელ მიხვალ და ცხოვრების ბოლომდე არ დაგავიწყდება იქ ყოფნა. ჩემი სამწვრთნელო კარიერის დროს ყოველთვის მსურდა ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა, ბედნიერი ვარ, რომ დღეისთვის ეს ნაკრები მე მაბარია, თუმცა მალე სამწვრთნელო კარიერის დასრულებას ვაპირებ და ამის გაკეთება ესპანურ გიგანტში მსურს - განაცხადა ფაბიომ.
- 28 მარტი 2010
- 2 093
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.