კალათბურთელების მორიგი გამარჯვება
ესპანეთში, საკალათბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
სამეფო გუნდის კალათბურთელებმა "ხოვენტუდის" დამარცხება მოახერხეს გასვლით პაექრობაში.მესინას დამოძღვრილებმა 76-82 სძლიეს მეტოქეს, რითაც სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე ფესვების გამაგრება შესძლეს.
ოცდამეშვიდე სათამაშო დღის თავზე, ლიდერთა სამეულს "ბარსელონელი" სპორტსმენები თავკაცობენ 25 ქულით.კატალონიელებს ორი ქულით ჩამორჩებიან მადრიდელები, ხოლო ხუთი ქულით კი "ლაბორალის" კალათბურთელები.
- 28 მარტი 2010
- 1 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.