„ინტერი“ მზად არის იკარდი მოდრიჩში გაცვალოს
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, მილანის „ინტერი“ მზად არის, არგენტინელი ფორვარდი, მაურო იკარდი ლუკა მოდრიჩში გაცვალოს...
იტალიელთა ინტერესი იმდენად დიდია, რომ „ნესაძური“ დათმობებზეც მიდის. ბუნებრივია, ახალგაზრდა იკარდის და 33 წლის მოდრიჩის ფასი ერთი და იგივე ვერ იქნება, თუმცა „ინტერს“ განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს. იტალიური მხარე რეალისგან ლუკას და 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ეს თანხა 3 წელიწადზე გადანაწილდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია „მერენგების“ პოზიცია, თუმცა ფაქტია, რომ პერესს მოდრიჩის გაყიდვა არ სურს.
- 17 აგვისტო 2018
- 2 414
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.