„რეალმა“ ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა?
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა სატრანსფერო შეთანხმებას მიაღწია, რომელაც მალე გამოაცხადებს ოფიციალურად...
საქმე ეხება „პსჟ“-ს ფრანგ ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს, რომელსაც გუნდიდან აბარგება აქვს გადაწყვეტილი. რაბიოს „პსჟ“-სთან კონტრაქტი ეწურება, სწორედ ამიტომ ფრანგული მხარე ცდილობს, რომ მის სანაცვლოდ თანხა მიიღოს და თავისუფალი აგენტის სტატუსით არ გაუშვას.
ლოპოტეგი რაბიოს კოვაჩიჩის შემცვლელად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ის „ბლანკოსში“ გაამართლებს. სატრანსფერო ტანხად 35 მილიონი ევრო სახელდება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 17 აგვისტო 2018
- 5 790
- 10