იგუაინი ოქროს ბუცს უახლოვდება
გონსალო იგუაინი თავის საუკეთესო ფორმასთან ძალიან ახლოს არის. 11 ტურით ადრე ლა ლიგის დამთავრებამდე, მან უკვე გაიმეორა შარშანდელი მონაგარი და გაიტანა 22 ბურთი. ეს ყველაფერი კი გააკეთა ფეხბურთელმა, რომელსაც სეზონის დასაწყისში სათადიროგათა სკამის კანდიდატად მოიაზრებდნენ.
პიპიტას მხოლოდ უეინ რუნი და ლიონელ მესი უსწრებენ, რომლებსაც შესაბამისად 26-25 გოლი აქვთ გატანილი. ამის მიუხედავად, გონსალოს ტრაბახი გოლების საშუალო მაჩვენებლით შეუძლია. მას გოლი ყოველ 69 წუთში გააქვს. მისი თანამემამულე ლეო ამას 81, ხოლო უეინი კი 91 წუთში აკეთებს. ამის გარდა იგუაინს უფრო კარგი შანსები აქვს ვიდრე რუნის, რადგან ამ უკანასკნელს უფრო მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
ოქროს ბუცს მიიღებს ის, ვინც ყველაზე ბევრ ბურთს გაიტანს მთელი სეზონის განმავლობაში. ეს ტიტული თავის დროზე უგო სანჩესმა მოიპოვა.
ინფორმაციის წყარო: as.com
- 27 მარტი 2010
- 2 203
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.