ლოპოტეგი:„ბევრმა შეცდომამ ყველაფერი გააფუჭა“
ჟულიენ ლოპოტეგიმ „ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და იმედგაცრუებას ვგრძნობ, თუმცა ვაცნობიერებ, რომ სულ მალე ლა ლიგის პირველი ტური გველის, რომელსაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა შევხვდეთ. მსურს, მივულოცო „ატლეტიკოს“ ქომაგებს, ამ გუნდმა ჩვენი შეცდომები გამოიყენა და ჩემპიონი გახდა. „ატლეტიკო“ შეცდომას არასდროს გაპატიებს.“
„ვერ ვიტყვი, რომ ღირსეულმა არ გაიმარჯვა, მაგრამ „რეალმა“ შესანიშნავად იასპარეზა და არაერთი მომენტი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი გოლი გავუშვით, მეორე ტაიმში 2:1-ს ვაფიქსირებდით.“
„მესამე გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა, ძალიან აგრესიული ფეხბურთი დავიწყეთ და უკანა მხარე მოვაშიშვლეთ, სწორედ ამიტომ აიღო „ატლეტიკომ“ ჩვენი კარი მეოთხედ.“
„პოლიტიკა არ შეიცვლება, ჩვენ გვაქვს გზა, რომელსაც წარმატებით გავივლით. ფეხბურთელებს საოცარი მოტივაცია აქვთ და ცდილობენ საუკეთესო ფორმაში შევიდნენ.“
„ბეილი ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ძალიან დიდი პროგრესი აქვს სულ მალე საოცარ წარმოდგენებს დადგამს, მან თანაქალაქელი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ საოცრად იასპარეზა.“
- 17 აგვისტო 2018
- 1 288
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.