ლასი "ტოტენჰემში"?
როგორც Daily Mail იტყობინება, ინგლისურ "ტოტენჰემს" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ლასანა დიარას გადაბირება სურს...
ფეხბურთელი, რომელმაც იასპარეზა "ჩელსიში" და "არსენალში", შესაძლოა ინგლისს კვლავ დაუბრუნდეს. როგორც ჩანს "ტოტენჰემის" მესვეურებს ძალიან სურთ ამ ტრანსფერის გაჩარხვა.
ამას კიდევ დავუმატოთ ის, რომ ამ ბოლო დროს მანუელ პელეგრინი მას აღარ ენდობა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ტრანსფერის საკითხს.
ფრანგი მოთამაშის შეძენა ვერ მოახერხა "ლივერპულმა", მაგრამ ჰარი რედნაპის შეგირდები ბოლომდე იბრძოლებენ მეორე მაკელელეს ყიდვისთვის.
დიარას ამჟამინდელი ფასი 17 მილიონია, მაგრამ თუ მან მსოფლიო ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა, მაშინ მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 27 მარტი 2010
- 1 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.