კაზემირო:„„რეალი“ ბოლომდე დაიხარჯა“
კაზემირომ „ატლეტიკოსთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„„რეალი“ ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ გამარჯვებას ვერ მიაღწია. უბრალოდ სისულელეა იმაზე საუბარი, რომ მოტივაციის ნაკლებობაა ან ასე შემდეგ. გასახდელში მთელი გუნდი შემართული იყო, ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს.“
„მეტოქეს უნდა მივულოცოთ და ვეცადეთ, შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ინდივიდუალური შეცდომები? წააგო გუნდმა და არა კონკრეტულმა ფეხბურთელმა.“
„ტრავმა არ მიმიღია, უბრალოდ მოედანზე 60 წუთზე მეტი არ უნდა გამეტარებინა, მოედანი სწორედ ამიტომ დავტოვე.“
- 16 აგვისტო 2018
- 1 318
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.