ბუტრაგენიო:„„რეალი“ ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ტალინში ჩასვლის შემდეგ ჟურნალსიტებთან ისაუბრა...
„განწყობა ოპტიმისტურია. მე მჯერა გუნდის, რომელსაც შესანიშნავი პრე-სეზონის ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ჟულიენ ლოპოტეგი პირველ ოფიციალურ შეხვედრას მოიგებს.“
„გუნდს საკმაო დრო ჰქონდა იმისათვის, რომ 15 აგვისტოს შეხვედრას კარგ ფორმაში შეხვედროდა, ახლა კი ვიხილავთ, რა დონეზე ვართ მზად.“
„სიმეონეს კოლექტივი ძალიან გაძლიერდა. „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა ფეხბურთელებში და შესაბამის შედეგსაც ელის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ბოლომდე დავიხარჯებით გამარჯვებას და ევროპის სუპერთასის ზედიზედ მესამედ მოგებას შევძლებთ.“
- 15 აგვისტო 2018
- 1 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.