პელეგრინი მატჩის წინ
მადრიდის "რეალის" თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ, მატჩის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე, კომენტარი გააკეთა.
დერბი:
"მადრიდის "ატლეტიკო" მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს, რადგან ისინი წელს ძალიან ცუდ სეზონს ატარებენ, თუმცა მათ ბევრი ტალანტი ჰყავთ, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ სამი ქულის ასაღებად."
"ფაქტია, რომ "ატლეტიკოს" ბერნაბეუზე 1999 წლის შემდეგ არ მოუგია. იმედია ისინი კიდევ ერთხელ წავლენ დამარცხებულები."
"ჩვენ მატჩი კარგად უნდა ჩავატაროთ. ახლა ყოველ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გუნდი მოტივირებულია და ფეხბურთელები არაფერს დაიშურებენ მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად."
იგუაინი:
"გონსალომ გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ საუკეთესო თავდამსხმელია. გასულ სეზონში მან რამოდენიმე ბურთი გაიტანა, რომელმაც სრულად შეცვალა მატჩის ბედი. იგუაინმა წელს გასაოცარი პროგრესი აჩვენა. იგი არის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც თავის კარიერაში ძალიან ბევრს მიაღწევს."
მეხუთე მცველის აუცილებლობა:
"დღეს მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ გავამარჯვებინო გუნდს დერბიში. ამის შემდეგ კი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის "რასინგის" და "ბარსელონას" წინააღმდეგ. ვფიქრობ ხაბი ალონსო და სერხიო რამოსი ორივე შეხვედრაში მოახერხებენ თამაშს."
- 27 მარტი 2010
- 1 888
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.