ლოპოტეგი:„ფეხბურთელების ფსიქიკაზე ბევრს ვმუშაობ“
„უმთავრესი მიზანი გამარჯვებაა. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ევროპის სუპერთასმა ბინა „რეალის“ მუზეუმში დაიდოს.“
„მეტოქე უძლიერესია როგორც ტაქტინკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, მაგრამ გვჯერა, რომ გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია და ამისათვის ძალებს არ დავზოგავთ.“
„ეს იქნება ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი „რეალის“ მწვრთნელის რანგში და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები შესანიშნავ საღამოს მაჩუქებენ, ჩვენ სრულ ფოკუსირებას ვახდენთ ტალინის პაექრობაზე.“
„ზეწოლა? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ვინაიდან ჩვენ „რეალის“ ღირსებას ვიცავთ. „ბლანკოსი“ ყოველ წელს ვალდებულია, ყველა ტიტულისთვის იბრძოლოს.“
„„რეალს“ გამარჯვებულის „დნმ“ აქვს, ამიტომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგებაზე აუცილებლად განაცხადებს პრეტენზიას. ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელსაც სათანადოდ უნდა ვუპასუხოტ.“
„გუნდში ყველაფერი იმისათვის, რომ ფეხბურთელებმა არნახულ პროგრესს მიარწიონ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ ახალგაზრდების პროგრესზე და მათი დიდი იმედი გვაქვს.“
„მე ჩემი სტილი მაქვს და ვთვლი, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ფიზიკური კონდიციები და ტაქტიკური განსწავლულობა არ კმარა. ფსიქოლოგიურ მხარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თითოეულ ფეხბურთელს ბევრს ვესაუბრები და ვცდილობ, ყველას ვაგრძნობინო საკუთარი როლი კოლექტივში.“
„ამ სეზონში თქვენ უნდა ელოდოთ მაქსიმალურად გუნდური სულისკვეთების მქონე მადრიდის „რეალს“, რომელიც იბრძოლებს ყველა მატჩის და ყველა ტიტულის მოგებისთვის. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით მისია შევასრულოთ.“
- 14 აგვისტო 2018
- 3 172
- 13