29-ე ტური: მოწინააღმდეგე მადრიდის ატლეტიკო

მადრიდის ატლეტიკო არის ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელიც კვლავ იბრძვის სამ ტურნირზე ერთდროულად. ისინი ითამაშებენ სამეფო თასის ფინალში და ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ეცდებიან გადალახონ ვალენსიას ბარიერი. ატლეტიკო, მადრიდის რეალის წინააღმდეგ თითქმის სრული შემადგენლობით წარსდგება, მხოლოდ ტიაგოს აწუხებს მცირედი ტრავმა. ფლანგზე მოთამაშე სიმაო და რეიესი, აგრეთვე თავდამსხმელები აგუერო და ფორლანი ატლეტიკოს მრისხანე ტანდემს ჰქმნიან.

ლა ლიგა მიმდინარე სეზონში ატლეტიკოსთვის არცთუ წარმატებული გამოდგა,ისინი მისთვის უჩვეულო მერვე პოზიციაზე არიან 37 ქულით, მაგრამ წინა ტურში მადრიდელებმა ბასკი ათლეტები დაამარცხეს და ყველას დაანახეს, რომ ისინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. მათ ევროპის ლიგის ზონამდე მხოლოდ 5 ქულა აშორებთ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ისინი ქულებს ადვილად არ დათმობენ.

მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი გუნდს სათავეში ოქტომბერში ჩაუდგა და უკეთესობისკენ შეცვალა ატლეტიკოს თამაშის ხარისხი. კლუბი უფრო კრეატიულად გამოიყურება შეტევაში და ამავდროულად ფეხბურთელები მწვრთნელის ყველა დავალების შესრულებას ახერხებენ. ახალგაზრდა დე გეა და დომინგესი გუნდის წარმატებაში დიდ როლს თამაშობენ, ხოლო რაც შეეხება იბრაჰამას, იგი უამრავ საგოლე მომენტს უქმნის კლუბს.

ზამთარში შეძენილმა სლავიომ და ტიაგომ გუნდის ნახევარდაცვა მოაწესრიგეს. ასუნსაო კი დაცვაში შესანიშნავად ირჯება და რეიესს და სიმაოს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ შეტევის გარდა სხვა არაფერზე იფიქრონ და ზუსტი პასებით მოამარაგონ გუნდის ბომბარდირები ფორლანი (14) და აგუერო (10).

ატლეტიკოს სუსტ წერტილად დაცვა მოიაზრება, თუმცა ამის თქმა ძნელია, ვინაიდან ცენტრალური მცველი უიფალუში გარდა თავისი ნომინალური პოზიციისა შესანიშნავად თამაშობს როგორც დაცვის მარცხენა ასევე მარჯვენა ფლანგზე და იგი გაუვალი დაცვის ხაზს ქმნის დომინგესთან ერთად, მათ ხშირად პერეა ეცვლება. აგრეთვე შესანიშნავად ასპარეზობენ ფლანგზე მოთამაშე მცველები ანტონიო ლოპესი და ვალერა, მათ ყველას ერთად კი ზურგს პერსპექტიული ესპანელი მეკარე დე გეა უმაგრებს, რომელმაც ზაფხულში შეძენილი სერხიო ასენხო სათადარიგოთა სკამზე დიდი ხნით დასვა.

რეალის გულშემატკივართა სასიხარულოდ მადრიდის ატლეტიკო მიმდინარე სეზონში გასვლით შეხვედრებს ძალიან ცუდად ატარებს. გუნდმა მოახერხა მხოლოდ 2 შეხვედრის მოგება (ხერესი, ვალიადოლიდი) და 3-ში ფრედ ითამაშა (ვალენსია, ტენერიფე, რასინგი)

  • SunSay
  • 27 მარტი 2010
  • 1 726
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)