ლოპოტეგი:„ბენზემა სხვადასხვა პოზიციაზე დაგვეხმარება“
ლოპოტეგიმ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„სანტიაგო ბერნაბეუზე გუნდის გაყვანა სულ სხვაა. მწვრთნელის რანგში აქ დიდი სიხარული ვიგრძენი. მატჩის დაწყებისთანავე ოვაციებს და მხარდაჭერას ისმენ, რაც შესანიშნავია.“
„პრე-სეზონი დასრულებულია. ჩვენ გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა და დადებითი ბალანსი შევინარჩუნეთ. ახლა უკვე პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე გადავერთვებით, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, 15 აგვისტოს შედგება.“
„მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ხარვეზები, რომელიც ახლა გვაქვს დროულად აღმოვხრათ. ჩემთვის მნიშვნელოვანია სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.“
„„მილანმა“ კარგად ითამაშა. ჯენარო გატუზომ თამაში კონტრ-შეტევაზე ააგო და რამდენიმე მომენტში მწვავე მომენტი შექმნა.“
„ბეილი ძალიან კარგად არის მომზადებული და მომდევნო სეზონზე დიდ იმედებს ამყარებს.“
„კარიმ ბენზემას ენთუზიაზმი ძალიან დასაფასებელია. ფრანგი ფეხბურთელი ბევრს შრომობს. ის ტიპიური ცენტრ-ფორვარდი არ არის, ამიტომ სეზონის განმავლობაში არამხოლოდ გოლების გატანით იქნება დაკავებული.“
„კასტილიელების თამაშით კმაყოფილი ვარ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდი მომავალი აქვთ.“
„თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. მიხარია, რომ გუნდს შესაბამისი რესურსი აქვს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.“
- 12 აგვისტო 2018
- 3 965
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.