კოვაჩიჩი:„„რეალი“ აუცილებლად უნდა დამეტოვებინა“
მატეო კოვაჩიჩმა ლონდონშ ვრცელი პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც მას მადრიდის „რეალის“ შესახებაც ჰკითხეს...
„მადრიდულ კარიერას ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მოცემული. 3 წლის განმავლობაში 3-ჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ეს ხომ დაუვიწყარია, თუმცა აუცილებლად უნდა დამეტოვებინა სამეფო კლუბი და ამის შესახებ 2 თვის წინ განვაცხადე.“
„მე მჭირდება მოედანზე დიდი დროის გატარება, რასაც მადრიდში ვერ ვახერხებდი.“
„პრემიერლიგაში ვეცდები ძალიან ბევრი ვითამაშო.“
„დავბრუნდები თუ არა მადრიდში? 2019 წლის 30 ივნისს მე კვლავ „რეალის“ ფეხბურთელი გავხდები, ამის შემდეგ კი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ახლა საუბარი ძალიან რთულია.“
- 10 აგვისტო 2018
- 6 008
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.