კურტუა:„თუ „რეალში“ აზარიც გადმოვა, მე ვიქნები ფანტასტიკურ ხასიათზე“

ტიბო კურტუამ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...

„მსურს დღეიდან ძალიან დიდ სამუშაოს შევუდგე, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. აქ თამაშზე დიდი ხანია ვოცნებობ, ახლა კი ყველაფერი რეალობაა.“

„ამ სეზონში გუნდს დიდი გამოწვევები ექნება. „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, რაც ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. ზედიზედ მეოთხე საოცრება იქნება, თუმცა აქ ხომ ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“

„დიდი ხანია ჩემი მიზანი „რეალში“ თამაშია. არაერთი შემოთავაზება მქონდა. მთავაზობდნენ ძალიან მაღალ ხელფასს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი „ბლანკოსის“ მაისურის მორგება და შვილებთან ახლოს ყოფნაა, ვინაიდან ისინი დიდი ხანია მადრიდში ცხოვრობენ.“

„იკერ კასილიასი ჩემი კუმირი იყო. ჯერ კიდევ პატარა ასაკში ესპანელმა საოცრებებს მიაღწია, ყოველთვის მსურდა, რომ ის პირადად მენახა.“

„ვითამაშებ თუ არა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ევროპის სუპერთასის მატჩში ვერ გეყტვით, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. დიეგო სიმეონეს გუნდი ძალიან მიყვარს და დიდი პატივისცემა მაქვს. იქ ხომ ულამაზესი წლები გავატარე და დიდ პროგრესს მივაღწიე, თუმცა ახლა „ატლეტიკო“ უკვე ჩემი კონკურენტია.“

„ედენ აზარი? ის ფანტასტიკური ფეხბურთელი გახლავთ. თუ ჩემი თანემემამულე „ჩელსის“ დატოვებს და „რეალში“ ითამაშებს, ეს იქნება უდიდესი ბედნიერების მომტანი ტრანსფერი.“

„კონკურენციის არ მეშინია და მაქსიმუმის გამოვლენას ვგეგმავ. როდესაც „ჩელსიში“ მივედი ჩემი კონკურენტი ჩეხი იყო, მაგრამ მასთან კონკურენციას არ შევუშინდი.“

„რამოსმა ჩემპიონთა ლიგის თასი წამართვა და „რეალს“ მეათე თასი მოუტანა, მაგრამ ახლა მასთან ერთად ვგეგმავ ჩემპიონთა ლიგის მოგებას.“

„„ჩელსის“ გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი, ისინი მუდამ მხარს მიჭერდნენ. ზოგადად, პრემიერლიგაში დიდი გამოცდილება მივიღე, რომელსაც ახლა სამეფო კლუბს მოვახმარ.“

„მადრიდში ცხოვრება ძალიან კომფორტულია, აქ მე ოჯახი მყავს, რომელიც მაძლიერებს.“

  • Datuna
  • 10 აგვისტო 2018
  • 5 853
  • 7

1

10 აგვისტო 2018 01:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნავას უნდა აჯობოს ან ნავასი გაუშვან ))

2

10 აგვისტო 2018 01:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შენ წარმოიდგინე ჩვენც ძაან გვინდა აზარი მარა სადაა))

3

10 აგვისტო 2018 01:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 711
კარგია კურტუა, მაგრამ ნავასზე მწყდება გული. სიმართლეა თუ არა არ ვიცი მარა ნავასის კომენტარი იდო რო მას არ სურს რეალის დატოვება, რაც ნიშნავს რომ მზად არის კონკურენციისთვის და არ აქვს პრობლემა თუნდაც ძირითადი მეკარე კურტუა იყოს. ხოდა ეს ლუნინი გაუშვან სადმე იჯარით, ზიდანი და კასილა საერთოდ წავიდნენ და დარჩება ორი მეკარე უმაღლესი დონის. ნავასი რო შეცდომებს უშვებდა ხოლმე როცა კურტუა ეყოლება ჩასაფრებული უფრო მეტად მობილიზებული იქნება და შეცდომებსაც მოუკლებს ეჭვი არ მეპარება. ორივე უნდა იდგეს კარში სხვადასხვა ტურნირებზე. კეილორის ასე უაზროდ მიგდება არ იქნება კაი საქმე დასაფასებელი მეკარეა იმსახურებს პატივისცემას.

4

10 აგვისტო 2018 01:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს კაცი მადრიდისტა ყოფილა და რატო არ ვიცოდით

5

10 აგვისტო 2018 01:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 607
Azari veghar gadmova am cels inglisis satrsnsfero periodi daixura me rogorc vici

6

10 აგვისტო 2018 09:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: lasha-bacha
Azari veghar gadmova am cels inglisis satrsnsfero periodi daixura me rogorc vici

ყიდვა არ შეულიათ გაყიდვა კი.

7

10 აგვისტო 2018 10:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Erik Lamela
ციტატა: lasha-bacha
Azari veghar gadmova am cels inglisis satrsnsfero periodi daixura me rogorc vici

ყიდვა არ შეულიათ გაყიდვა კი.

ეგ არვიცი მაგრამ თუ აზარის შემცვლელი არ უყიდიათ და აწი ვეღარც იყიდიან ესეიგი არც აზარს გაყიდიან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)