„რეალმა“ მადრიდში ივარჯიშა
მადრიდის „რეალმა“ ამერიკული ტურნე დაასრულა...
დღეს ლოპოტეგიმ საკუთარი გუნდი უკვე მადრიდში შეკრიბა და სამწვრთნელი სესია გამართა.
ჟულიენის განკარგულებაში „ბლანკოსის“ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი იყო გარდა ხესუს ვალიეხოსი, რომელმაც ტრავმა მიიღო და მოედანს 1 თვით ჩამოშორდა.
ყურადღება ბურთის ფლობასა და კომბინაციურ თამაშზე გამახვილდა. „რეალის“ მომდევნო მეტოქე 11 აგვისტოს „მილანი“ იქნება, კლუბები ბერნაბეუს თასის მომავალი მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.
- 9 აგვისტო 2018
- 1 378
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.