5 მეკარე „რეალის“ კარის სადარაჯოზე
მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში უკვე ხუთმა მეკარემ მოიყარა თავი. ფაქტია, რომ 31 აგვისტომდე ორ კარის დარაჯს აბარგება მოუწევს, ვინაიდან „ბლანკოსი“ სეზონს 3 კიპერით დაიწყებს...
ლუნინი, ლუკა ზიდანი, ტიბო კურტუა, კეილორ ნავასი და კიკო კასილია. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან 3 გუნდში დარჩება, ხოლო 2 წავა.
დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ახლადშეძენილი მეკარეები - ტიბო კურტუა და ანდრეი ლუნინი კოლექტივს არ დატოვებენ.
კლუბიდან წასვლის კანდიდატები ლუკა ზიდანი, კეილორ ნავასი და კიკო კასილია არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, კეილორ ნავასი კლუბს ყველა ვარიანტში დატოვებს, ვინაიდან მეორე მეკარეობა არ სურს. ლოპოტეგის კი არჩევანის გაკეთება კიკო კასილიასა და ლუკა ზიდანს შორის მოუწევს.
კასილია გამოცდილი კიპერია, თუმცა ლუკა ზიდანი ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიულ კარის დარაჯად ითვლება, ამიტომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იქნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კასილიას კლუბში დარჩენის უფრო დიდი შანსი აქვს, ლუკა კი სხვა კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული.
საინტერესოა ქართველი მადრიდისტების აზრი. რომელ სამეულს ისურვებდით „ბლანკოსის“ მეკარეებად მომდევნო სეზონში?
- 9 აგვისტო 2018
- 2 411
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.