კურტუა თუ კეილორ ნავასი?
მადრიდის „რეალში“ ძალიან ბევრმა მეკარემ მოიყარა თავი. ჟულიენ ლოპოტეგი საგონებელშია ჩავარდნილი, თუმცა ფაქტია, რომ მომდევნო სეზონში ამდენი მეკარე ვერ ეყოლება...
ყველაზე დიდ კონკურენტებად კეილორ ნავასი და ტიბო კურტუა მიიჩნევიან, თუმცა ისიც ცხადია, რომ ბელგიელი კიპერი ფლორენტინო პერესს სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ დაუმატებია.
„მარკამ“ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ ძირითად შემადგნელობაში ტიბომ უნდა იასპარეზოს და არა ნავასმა.
ამასთანავე „ბლანკოსი“ უკვე იღებს შემოთავაზებებს, რომელიც კოსტარიკელ კიპერს ეხება და არ არის გამორიცხული, მან მალევე დატოვოს კლუბი.
- 9 აგვისტო 2018
- 2 331
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.