რეგილონი ძირითადი გუნდისკენ მიიწევს
ჟულიენ ლოპოტეგი ახალგაზრდა კასტილიელის, სერხიო რეგილონის თამაშით ძალიან კმაყოფილია...
თითქმის გადაწყვეტილია, რომ სერხიო მომდევნო სეზონში არა „კასტილიას“, არამედ „რეალის“ მთავარი გუნდის ღირსებას დაიცავს და მარსელოს დუბლიორად მოიაზრება.
პრე-სეზონის ფარგლებში ახალგაზრდა განაპირა მცველი ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველას ყურადღებას იპყრობს.
იმ შემთხვევაში, თუ ტეო ერნანდესმა გუნდი დატოვა, რეგილონის გზა ხსნილია.
- 7 აგვისტო 2018
- 3 330
- 19