კასილასი: "პარეხოს ცუდი არაფერი გაუკეთებია"
მადრიდის "რეალის" მეკარემ, იკერ კასილასმა, მის ინტერვიუში განაცხადა, რომ პარეხოს საქციელში ის ცუდს ვერ ხედავს.
"დანიელმა ბურთზე ითამაშა, ხოლო გატანილი გოლი კი ჩემი ბრალი იყო. მსაჯს არ დაუსტვენია, სწორედ ამის გამო არ უნდა გაეჩერებინა თამაში პარეხოს. იგი სწორედ მოიქცა".
როგორც ვიცით, იმ მომენტში იკერი დანის შეელაპარაკა: "ჩვენს შორის ცუდი არაფერი ხდება" - განაცხადა იკერმა.
ესპანელ გოლკიპერს შურს "ატლეტიკოსი", ვინაიდან ნახსენები კლუბი კვლავ სამ ფრონტზე იბრძვის, ამის გარდა ეს გუნდი სამეფო თასის ფინალშია გასული. "მართალია, რომ ატლეტიკო სამ ტურნირზე მონაწილეობს, მაგრამ აღსანიშნავია მათი სამეფო თასის ფინალში თამაში. მეც მინდა ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღება".
და ბოლოს იკერმა აღნიშნა, რომ სამეფო კლუბის მომავალი მეტოქე ძალიან არაპროგნოზირებადი კლუბია, ვინაიდან მას შეუძლია განსაკუთრებული თამაშების მოგება, მაგრამ ამავდროულად ატლეტიკოს სენსაციური წაგებებიც ახასიათებს.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 26 მარტი 2010
- 2 525
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.