ყველაფერი ორშაბათს გაირკვევა - პერესის და მოდრიჩის შეხვედრა ჩაინიშნა
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ლუკა მოდრიჩს ორშაბათს შეხვდება...
მხარეები სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. ფლორენტინოს აინტერესებს, სურს თუ არა სამეფო კლუბის დატოვება ხორვატ ფეხბურთელს. იმ შემთხვევაში, თუ ლუკიტა თავად გადაწყვეტს, რომ „ინტერში“ თამაში სურს, „ბლანკოსი“ ტაქტიკას შეცვლის.
ამასთანავე ცნობილია, რომ პერეს ლუკას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, სადაც მისი პირობები გაცილებით გაუმჯობესებული იქნება.
როგორც სჩანს, ყველაფერი ორშაბათს გაირკვევა.
- 4 აგვისტო 2018
- 1 781
- 4