„რეალს“ მოდრიჩის შემცვლელად სუპერ-ვარსკვლავი მოჰყავს
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ნახევარდაცვის რგოლში ძალიან გაძლიერდება...
იმ ფონზე, რომ ლუკა მოდრიჩით „ინტერი“ ინტერესდება და კოლოსალური თანხის გადახდას აპირებს, ფლორენტინო პერესმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
მადრიდელებს კრისტიან ერიკსენი კვლავ არ დავიწყებიათ და თვლიან, რომ დანიელი აუცილებლად უნდა დაიმატონ.
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, არ აქვს მნიშვნელობა წავა თუ არა მოდრიჩი, „ბლანკოსი“ კრისტიანისთვის მაინც იბრძოლებს, ვინაიდან თვლის, რომ ის ესპანურ ლა ლიგას შესანიშნავად აუღებს ალღოს და „ბლანკოსის“ ლიდერი გახდება.
ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია ლუკა მოდრიჩის ასაკი, ერიკსენი კი მასზე გაცილებით ახალგაზრდაა. დანიელი მხოლოდ 26 წლის არის, ხოლო ლუკა მოდრიჩს 9 სექტემბერს 33 წელი უსრულდება.
ფლორენტინო პერესი ერიკსენში 95 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს და ფიქრობს, რომ ამ წინადადებას „ტოტენჰემი“ აუცილებლად დათანხმდება.
- 4 აგვისტო 2018
- 7 250
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.