„რეალში“ კოენტრაუ ბრუნდება
ფაბიო კოენტრაუ მადრიდის „რეალში“ ბრუნდება...
პორტუგალიელი ფეხბურთელი წლების მანძილზე იჯარით იყო გასხვისებული, თუმცა როგორც სჩანს, მისი მსურველი გუნდი ამ ეტაპზე აღარ არსებობს, ამიტომ „რეალი“ იძულებულია ფაბიო დაიბრუნოს.
სამეფო კლუბმა კოენტრაუს დამატებით ერთ კვირიანი შვებულება მისცა იმისათვის, რომ ახალი კლუბი მოეძებნა, მაგრამ სურათი არ შეცვლილა.
კოენტრაუ 30 წლის არის, მისი ხელფასი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს, ამ თანხის გადახდა კი მისთვის არცერთმა კლუბმა არ მოისურვა. მადრიდის „რეალი“ ეცდება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კოენტრაუს სხვა კლუბი მოუძებნოს.
- 4 აგვისტო 2018
- 2 337
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.