ოფიციალურად - ლოპოტეგის თანაშემწედ „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი დაინიშნა
უკვე ოფიციალურად ცნობილი გახდა იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ჟულიენ ლოპოტეგისთან ერთად მადრიდის „რეალში“ იმუშავებს...
ეს ადამიანი სამეფო კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, ალბერტ სელადესია.
სელადესს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა.
ალბერტი „რეალის“ ღირსებას 4 სეზონის მანძილზე იცავდა, მის ანგარიშზეა 101 ჩატარებული მატჩი.
სელადესმა „ბლანკოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის, ინტერკონტინენტალის თასის, ევროპის სუპერთასის, ესპანეთის ლა ლიგის(ორჯერ) და ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო.
- 4 აგვისტო 2018
- 5 404
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.