„ინტერი“ მოდრიჩს წლიურად 18 მილიონ ევროს სთავაზობს
იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა ლუკა მოდრიჩის აგენტს დაუკავშირდა...
„ნესაძური“ მზად არის, ხორვატ ნახევარმცველს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სადაც მისი ანაზღაურება 72 მილიონი ევრო იქნება. გამოდის, რომ წელიწადში ლუკიტა 18 მილიონს მიიღებს.
იმ ფონზე, რომ „რეალი“ მოდრიჩისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელიც ხელფასის სახით 13 მილიონს ითვალისწინებს, „ინტერის“ შეთავაზება ბევრად მიმზიდველია.
- 3 აგვისტო 2018
- 2 297
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.