გარაი დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს
როგორც ირკვევა მადრიდის რეალის ცენტრალური მცველი ეზეკილ გარაი ტრავმირებულია.
ცუდი ინფორმაცია ვრცელდება გარაისთან დაკავშირებით. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას დერბიში ტრამვის გამო. მან ტრავმა ხეტაფესთან გამართულ მატჩში მიიღო და როგორც მინიმუმ 10 დღე მოუწევს დასვენება. მისი თამაში მადრიდის "ატლეტიკოსთან" პრაკტიკულად გამორიცხულია და ასევე არის ეჭვი, რომ იგი ვერც "რასინგის" წინააღმდეგ დაეხმარება გუნდს.
არგენტინელმა მცველმა დღეს გაიარა სამედიცინო შემოწმა და პელეგრინის დიდი საფიქრალი გაუჩინა. გამომცემლობა "as"-ი ვარაუდობს, რომ მის ადგილს ცენტრალურ ზონაში რამოსი დაიკავებს, ხოლო რამოსის ადგილას კი არბელოა გაირჯება, მარცხენა ფლანგს კი სავარაუდოდ ბრაზილიელ მარსელოს ჩააბარაბენ.
ინფორმაციის წყარო: "as.com"
by: aqilevs
- 26 მარტი 2010
- 1 964
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.