ტეო ერნანდესის ბედი მომდევნო 10 დღეში უნდა გადაწყდეს
ტეო ერნანდესი სამეფო კლუბთან ერთად პრე-სეზონის ფარგლებში ვარჯიშობს, მაგრამ მისი გაშვება იჯარის წესით „სოსიედადში“ იგეგმება. მხარეები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუმცა პერესს სურს, რომ მისთვის სასარგებლო ხელშეკრულება გააფორმოს...
ჟულიენ ლოპოტეგი მარსელოს შემცვლელად ახალგაზრდა კანტერანოს, სერხიო რეგილონს განიხილავს, რომელიც შეერთებულ შტატებში გუნდთან ერთად იმყოფება და შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.
რაც შეეხება ტეო ერნანდესს. პერესს სურს, რომ ფრანგი განაპირა მცველი „სოსიედადში“ სათამაშო პრაქტიკით მიღების მიზნით 2 წლიანი იჯარით გაუშვას, თუმცა გამოსყიდვის უფლება 1 წელიწადშიც ჰქონდეს, რაზეც ბასკურ კლუბს ჯერ-ჯერობით ვერ უთანხმდება.
„სოსიედადის“ ხელმძღვანელობას ტეოს დამატება 2 წლიანი იჯარით სურს, ამასთანავე მათი სურვილია განისაზღვროს თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც, 2 წლის შემდეგ მათ ფრანგის სრულად გამოსყდივის უფლება ექნებათ.
იმ ფონზე, რომ ერნანდესი ზიდანის რეკომენდაციით არის დამატებული, შესაძლოა ის ლოპოტეგის გეგმებში საერთოდ აღარ შედიოდეს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 3 აგვისტო 2018
- 1 820
- 16