„რეალმა“ მარსელოს შემცვლელი იპოვა
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟულიენ ლოპოტეგიმ მარსელო ვიეირას შემცვლელი იპოვა...
ეს ადამიანი ახალგაზრდა კანტერანო, სერხიო რეგილონია, რომელიც ახლა პრე-სეზონს შეერთებულ შტატებში გუნდთან ერთად ატარებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლოპოტეგის თავი ძალიან მოაწონა, ის სისწრაფით, ტექნიკით და შესანიშნავი ფიზიკური ძალით გამოირჩევა, რითიც სრულად აკმაყოფილებს მარსელოს შემცვლელის მოთხოვნებს.
რეგილონი 21 წლის არის და ლოპოტეგი ფიქრობს, რომ მისი მთავარ გუნდში გადაყვანის დრო მოვიდა.
- 3 აგვისტო 2018
- 6 455
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.