ბენზემას გაყიდვა დღის წესრიგში აღარ დგას
მას შემდეგ, რაც „რეალის“ მთავარ მწვრთნელად, ჟულიენ ლოპოტეგი დაინიშნა, კარიმ ბენზემას წასვლის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც სჩანს, ფრანგმა ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს აზრი შეაცვლევინა...
„9“-იანი პრე-სეზონის პირველივე დღიდან ლოპოტეგის განკარგულებაშია და უკვე 2 კვირაზე მეტია ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება.
როგორც სჩანს, ფეხბურთის ესპანელ სპეციალისტს კარიმი მოეწონა და მის გაყიდვაზე საუბარიც აღარ მიმდინარეობს.
ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში ცნობილი ხდებოდა, რომ ბენზემათი „ნაპოლი“, „არსენალი“ და „მილანი“ ინტერესდებოდნენ, თუმცა დღევანდელი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლოპოტეგი ძალიან კმაყოფილია ბენზემას და ვინიციუს ჟუნიორის დუეტით, ფრანგი და ბრაზილიელი ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და კარიმი მაქსიმალურად ცდილობს, ვინიციუსს ადაპტაციაში დაეხმაროს.
- 2 აგვისტო 2018
- 2 206
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.