რამოსი:„როდესაც რონალდუ წავიდა, მაშინვე მივხვდი, რომ ახალ ეპოქას ვიწყებდით“
სამეფო კლუბის კაპიტანი შეერთებულ შტატებში გუნდთან ერთადაა. ესპანეთის ნაკრების წევრთაგან ყველაზე გვიან შვებულება რამოსმა დაასრულა, თუმცა ის ახლა უკვე ლოპოტეგის განკარგულებაშია და მეორე ვარჯიშის ჩატარებას მოასწრო...
„ზიდანი წავიდა და ამის დასრულდა ეპოქა, რომელსაც ზიზუს ეპოქა ეწოდა. ორწელიწადნახევარში მოგებული 3 ჩემპიონთა ლიგის თასით ის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.“
„მოვიდა ლოპოტეგი და წავიდა რონალდუ. გამოდის, რომ გასულ 2 თვეში „ბლანკოსმა“ სერიოზული ფიგურები დაკარგა, მაგრამ ახალ მწვრთნელს ახალი იდეები და შემართება აქვს.“
„როდესაც რონალდუ წავიდა, მაშინვე მივხვდი, რომ ახალ ეპოქას ვიწყებდით. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.“
„ძალიან მომწონს ვინიციუსი, ედეგორი, მეკარე ლუნინი და სხვები, მათში დიდი მონდომება შეიმჩნევა.“
„ღრმად მწამს, რომ მადრიდის „რეალი“ მომდევნო სეზონებშიც საოცარ ფეხბურთს ითამაშებს და არაერთ ტიტულს მოიგებს.“
„მომავლის პროექტი? ჩვენ ყოველთვის გარდამავალი ეპოქა გვაქვს. „რეალის“ პოლიტიკა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებისა და გამოცდილი ვარსკვლავების ერთად თამაშს ითვალისწინებს.“
- 3 აგვისტო 2018
- 4 765
- 6