ზიკო:„„რეალს“ ვინიციუსთან სიფრთხილე მართებს“
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ზიკომ, ვინიციუს ჟუნიორისა და „რეალის“ ურთიერთობაზე ისაუბრა...
„ვინიციუსი მამაცი ბიჭი აღმოჩნდა. რთულია დასტური უთხრა „რეალს“, გუნდს, რომელშიც მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ და ძალიან დიდი კონკურენციაა.“
„მე ვფიქრობ, რომ ამ ფეხბურთელში უდიდესი პოტენციალი დევს, რომელიც „მერენგებმა“ სწორად უნდა გამოიყენონ. ვინიციუსთან მიმართებაში „ბლანკოსი“ ძალიან ფრთხილი უნდა იყოს.“
„ადაპტაციისთვის დრო აუცილებელია. თვით რონალდოს, რონალდინიოს, რობინიოს და ნეიმარსაც დასჭირდათ დრო იმისათვის, რომ სახმრეთ-ამერიკული ფეხბურთიდან ევროპული ფეხბურთის ნიშან-თვისებები გაეთავისებინათ.“
„მე ვთვლი, რომ ბევრი მუშაობის შემთხვევაში ვინიციუსი მწვერვალებს დაიპყრობს.“
- 2 აგვისტო 2018
- 3 049
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.