არბელოა: მოტივირებულები ვართ
სამეფო კლუბის ესპანელმა მცველმა, ალვარო არბელოამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ბლანკოსი" მოტივირებულია და სურს ჩემპიონობა.
"გუშინ ხეტაფესთან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის მეტ ნაწილში ჩავარდნა გვქონდა. პირველ ნახევარში 4 გოლის გატანა მოვახერხეთ და ცოტა მოვეშვით, რადგან დამაჯერებელი ანგარიში ეწერა ტაბლოზე, თუმცა ხეტაფეს ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მათ ახალგაზრდული და მიზანდასახული გუნდი ჰყავთ".
"გონსალო იგუაინის და კრიშტიანო რონალდოს თამაში როგორც ყველას, ასევე მეც მომეწონა. არგენტინელმა დროის უმცირეს მონაკვეთში შეძლო დუბლის გაფორმება, დარწმუნებული ვარ იგი იბრძოლებს "პიჩიჩის" ტიტულის მოსაპოვებლად, ამის ძალა მას ნამდვილად აქვს. რაც შეეხება რონალდოს, პორტუგალიელზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ის უბრალოდ თავის საქმის პროფესიონალია და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი".
"ხეტაფესთან გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მომდევნო მატჩი ურთულეს მეტოქესთან გვაქვს გასამართი. მადრიდული დერბი ყოველთვის ძალიან საინტერესო და სანახაობრივია, დარწმუნებული ვარ არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. ჩვენ არ გვაქვს ქულების დაკარგვის უფლება და გამარჯვებას ვაპირებთ. თავის მხრივ არც ატლეტიკო დაგვნებდება იოლად, ამიტომ დარწმუნებული ვარ დიდი ძალების დახარჯვა მოგვიწევს, თუმცა ვიმეორებ, რომ ქულების დაკარგვა კატასტროფის ტოლფასი იქნება".
"ახლოვდება 11 აპრილი, ვფიქრობ ამ დღეს გამარჯვებული გუნდი დაეუფლება ჩემპიონის ტიტულს. ბარსელონასთან გამარჯვება აუცილებელია, ჯერ იმიტომ, რომ კატალონიელები ჩვენი მთავარი კონკურენტები არიან და მერე იმიტომ, რომ რეალი ბერნაბეუზე ქულებს არ კარგავს, ჩვენ ბარსასთან ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდების გამარჯვებას, ვფიქრობ კლასიკო გამოავლენს ერთპიროვნულ ლიდერს. პირველ ადგილზე "ბლანკოსი" უნდა იყოს".
- 26 მარტი 2010
- 1 536
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.