ვალდანომ ყველაფერი უარყო
მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ sport.es-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდდამხოლოდ ჭორებია ი,ს რაც ამ ბოლო საათებში ინტერნეტში და პრესაში ვრცელდება.
როგორც მოგახსენებთ ამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ სეზონის ბოლოს მანუელ პელეგრინი თანამდებობას დატოვებს, მის პოსტს კი მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი დაიკავებს. ფერგიუსონის გარდა, პრესა "რეალის" სავარაუდო მწვრთნელებად კარლო ანჩელოტის, რაფა ბენიტესს, ფაბიო კაპელოს და ჟოზე მაურინიოს მოიაზრებენ, თუმცა ვალდანომ ამაზაც განაცხადა, რომ ეს ინფორმაციება ჭორია.
"ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მანჩესტერელთა მწვრთნელთან და არც სხვა მწვრთნელებთან. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს მიზეზი მისი პოსტიდან გადაყენების. პელეგრინი პროფესიონალი მწვრთნელია და თავის საქმის ოსტატია, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ლა ლიგის მოგებაა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ."
- 26 მარტი 2010
- 2 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.