„ინტერი“ მოდრიჩის დასაყოლიებლად პერიშიჩს გამოიყენებს
იტალიური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მილანის „ინტერი“ ნომერ პირველ სატრანსფერო მიზნად ლუკა მოდრიჩს ასახელებენ...
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ხორვატი „ბლანკოსის“ ხერხემალია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „მერენგების“ დატოვების სურვილი თავად ლუკიტამ გამოთქვა ყველაფერი შეიცვლება.
„ნესაძურის“ მოდრიჩის სადაყოლიებლად ივან პერიშიჩის გამოყენება სურს, რომელიც ლუკას უახლოესი მეგობარია. გარდა ამისა მილანლებმა მოდრიჩის თანამემამულე ვრსალკოც დაიმატეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პერიშიჩმა რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოდრიჩს „ინტერში“ არსებული სიტუაცია და მომავალი გეგმები გააცნო. იტალიური კლუბი მიმდინარე ზაფხულს ძალიან სერიოზულ გაძლიერებას და მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლას გეგმავს.
- 1 აგვისტო 2018
- 1 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.