175 მილიონი და მატეო კოვაჩიჩი სალაჰის სანაცვლოდ
„რეალი“ მუჰამედ სალაჰს ვერ ელევა. მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულმა“ ეგვიპტელ ფეხბურთელს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმა, ფლორენტინო პერესი არ ნებდება...
გავრცელებული ინფორმაციით, „ბლანკოსი“ „ლივერპულს“ წინახაზელის სანაცვლოდ 175 მილიონ ევროს და მატეო კოვაჩიჩს სთავაზობს.
იმ ფონზე, რომ ინგლისელები კოვაჩიჩში 65 მილიონ ევროს იხდიან, გამოდის, რომ პერესს სალაჰი 240 მილიონი ევრო უჯდება, თუმცა ესპანელი პრეზიდენტი ამაზეც თანახმაა.
მერსისაიდელები მუჰამედის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, თუმცა ეს შემოთავაზება იმდენად „მსუყეა“, რომ კლოპის ხელმძღვანელობა შესაძლოა დაფიქრდეს.
- 1 აგვისტო 2018
- 3 289
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.